ქებურია დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით ქებურია – (1998-2003), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაიბადა სოფელ ობუჯში (წალენჯიხის რაიონი). 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1974 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში (ახლა - პოლიტოლოგიის ინსტიტუტი) განყოფილების გამგედ. მის ნაშრომებში გამოკვლეულია დიალექტიკური ლოგიკის აქტუალური საკითხები. ამ დარგში გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართულ და რუსულ ენებზე.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები