ქეთელაური ალუდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქეთელაური ალუდა − (1987 − 2012), მომღერალი და პოეტი. ალუდა წარმოშობით დუშეთიდან იყო და თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ჯგუფი „მეხუთე სეზონი“, რომელშიც იგი გამოდიოდა, ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. იგი 2012 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სახელდებოდა როგორც თვითმკვლელობაც.
- არც ისე შავი არ არის ზეცა...
- არც ისე შავი არ არის ზეცა,
- რომ არ შეიგრძნო სიცოცხლის სუნთქვა,
- ბევრჯერ ქართული აბჯარი მეცვა,
- ვერ შევეჩვიე სამოსელს მუქთას..
- ბევრჯერ ქარიშხლის გარინდულ ხმაში,
- მესმის ბოდიში ჩუმი სიცილის,
- ვერ ვხედავ შვებას ვერაფერ მსგავსში,
- მამშვიდებს მხოლოდ ხმაური წვიმის..
- ათასი აზრი მიბორგავს თავში
- და ცისარტყელა ეხლა მომინდა
- ამოვარდნილი გრძნობების ფერით,
- მე დავბრუნდები შენთან ომიდან…