ქეილოსპირუროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქეილოსპირუროზი – (cheilospirurosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Cheilospirura + ბერძნ. osis დაავადება), ქათმის, ინდაურის, ციცრის, ხოხბის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Cheilospirura hamulosa პარაზიტობს კუნთოვან კუჭში; ფართოდ არის გავრცელებული. დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი – ფაღარათი.