ქემენჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქემენჩა − სიმებიანი მუსიკალური საკრავი. გავრცელებულია ამიერკავკასიასა (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და აღმosavleTis ქვეყნებში, საქართველოში უპირატესად თბილისში, თელავსა და გორში. აქვს ბურთისებრი ტანი და გრძელი ტანისაკენ შევიწროვებული ტარი. სიმების დასამაგრებელი 4 მოქლონი გაყრილია ტარის თავში. ტანის ბოლოზე მიმაგრებულია საკრავის საყრდენი ფეხი. უკრავენ ხემით. ჯორაკი სიმებს ირიბად აქვს შედგმული. დაკვრის დროს ქემენჩა ვერტიკალურად უჭირავთ იგი ეყრდნობა შემსრულებლის მუხლს. სიმები აწყობილია კვარტულ-კვინტური შეფარდებით – მცირე ოქტავა ლა – პირველი ოქტავა მი; პირველი ოქტ. ლა – მეორე ოქტ. მი. გამოირჩევა ფართო დიაპაზონითა და მელოდიური შესაძლებლობებით.