ქერაქენძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერაქენძი

ქერაქენძი - (Nepeta grandiflora M. Beib.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). 125 სმ-მდე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მეტწილად დატოტვილი, შიშველია ან თხლად შებუსული. ფოთლები დიდი ზომისაა, მოგრძო-კვერცხისებური, ბლაგვკბილებიანი, მოკლეყუნწიანი. ჩხროები მრავალყვავილიანია, ყვავილედი საგველაა. ჯამი იისფერია, გვირგვინი – მუქი ლურჯი ან იისფერი. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – ფერდობებზე და ბუჩქნარებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ შენაქოს მიდამოებში, გომბორის უღელტეხილზე. გავრცელებულია რაჭაში, ქართლსა და მთიულეთში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები