ქერდიყოშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერდიყოშვილი გიორგი

ქერდიყოშვილი გიორგი – (Kerdikoshvili George), ქართველი დიპლომატი, 2008-2013 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში.

დაიბადა: 1 იანვარი, 1968 წელი, ქ. გორი, საქართველო.

განათლება:
1995-1998 – საქართველოს დიპლომატიური აკადემია, თბილისი, საქართველო; დიპლომი – დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები;
1986-1993 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო; დიპლომი – აგრონომ-ინჟინერი.
სამუშაო გამოცდილება:
2013-დან – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2007-2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კონსული ლიეტუვის რესპუბლიკაში;
2004-2007 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კონსული ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკებში;
2003-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკებში;
1999-2003 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პროტოკოლის დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე; საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო;
1996-1999 – დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;
1997-1999 – საქართველოს ახალგაზრდული პროგრამებისა და ახალგაზრდობის სოციალური დაცვის ეროვნული ფონდი, თბილისი, გენერალური დირექტორი; პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი შიდა ქართლში, გორი, საქართველო;
01.1995-11.1995 – დეპარტამენტის უფროსი ბიზნესის განვითარების საკითხებში;
1993-1994 – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ცხინვალის რეგიონალური ოფისი, გორი, საქართველო, აპარატის უფროსი.

ფლობს: ინგლისურ, ლიეტუვურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ლიეტუვის რეპუბლიკის რიცარის ორდენი,
ლიეტუვის ბიზნეს ასოციაციის სახელწიფო ორდენი,
საქართველოს ღირსების ორდენი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები