ქეშიში აბდელატიფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდელატიფ ქეშიში

აბდელატიფ ქეშიში – ტუნისური წარმოშობის ფრანგი კინოსა და თეატრის რეჟისორი და მსახიობი, სცენარისტი, პროდუსერი, დაიბადა 1960 წლის 7 დეკემბერს ტუნისში.

აბდელატიფ ქეშიში, როდესაც 6 წლის იყო, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. ცხოვრობდა ქალაქ ნიცაში. 1978 წელს განახორციელა თავისი პირველი დადგმა არენ დე სიმიეს სცენაზე. 22 წლის ასაკიდან წარმატებით მოღვაწეობდა როგორც მსახიობი. 40 წლისამ კი განახორციელა თავისი პირველი დადგმა კინში რეჟისორი „ოქროს პალმის რტოს” მფლობელია ფილმისთვის „ადელის ცხოვრება” („ლურჯი – ყველაზე თბილი ფერი)

ქეშიშის შემოქმედება მკვეთრად განსხვავდება კლასიკური ფრანგული კინოსგან მისი ჩვეული გაგებით. რეჟისორი თავის ფილმებში მრავალგზის აყენებს მაყურებელს დიდი და არასასიამოვნოდ მართალი სარკის წინ, რომელშიც მეტისმეტად კარგად ჩანს საზოგადოების ყველა მანკიერება და ნაკლულოვანება

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 2000 – „ვოლტერის ბრალეულობის გამო” (პრემია „სეზარი” საუ კეთესო ფილმის, სცენარისა და რეჟისურისთვის)
  • 2003 – „ხრიკი”
  • 2007 – კუს-კუსი და ბარაბული” (ვენეციის სკფ, ჟიურის სპეცია ლური პრემია, ფიპრესის პრემია; პრემია „სეზარი” საუკეთესო ფილმის, სცენარისა და რეჟისურისთვის)
  • 2010 – „შავი ვენერა”
  • 2013 – „ადელის ცხოვრება” (კანის სკფ, „ოქროს პალმის რტო”, ფიპრესის პრიზი; სან-სებასტიანის სკფ, ფიპრესის პრიზი წლის საუკეთესო ფილმისთვის)
  • 2019 – „მექტუბი, ჩემი სიყვარული 2”

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები