ქვაბისხევი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვაბისხევი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დვირის თემში, მდინარე ქვაბისხევის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 870-1000 მ სიმაღლეზე, ქალაქ ბორჯომიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 480. მათი უმრავლესობა (98 %) ქართველია (2002).

სოფლის სიახლოევს შემორჩენილია შუა საუკუნეების დემოთის ციხე, წმ. მარიამის მიძინების დარბაზული ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, სადაც ფრესკებზე გამოსახულია ქალი და მამაკაცი ასომთავრული წარწერით „შოთაჲ და იაჲ”. ლეგენდის მიხედვით, შოთა რუსთაველი და მისი დედაა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები