ქვაბ-უტილიზატორი – საცეცხლურის გარეშე ან საცეცხლურის მქონე (აირების სრულად დაწვისათვის) ორთქლის ან წყალგამაცხელებელი ქვაბი, რომელშიც სითბოს წყაროდ გამოიყენება ტექნოლოგიური ან მეტალურგიული წარმოების ცხელი აირი ან სხვა ტექნოლოგიური პროდუქტი.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი