ქვარაია მერაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერაბ ქვარაია – დაიბადა 1972 წლის 13 ივლისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში. — იურისტი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტი (მაკროეკონომისტი) და სამართლისმცოდნე სპეციალობით (1989-1994). ასპირანტურა; მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება
- სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტროლის პალატა, უფროსი ინსპექტორი (1995-1998)
- ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე (1998-2002)
- თსუ-ს ზუგდიდის ფილიალის ლექტორი (2001-2002)
- შემოსავლების სამინისტროს ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე (2001-2002)
- ზუგდიდის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე (2002-2005)
- საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსის მოადგილე (2004-2005)
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (2013-2014)
- ზუგდიდის საკრებულოს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე (2014-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, ზუგდიდის №65 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.