ქვაჩახია ვენორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვენორი ქვაჩახია – (1924-1982), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982) დაიბადა ქ. გალში. 1941 წელს დაამთავრა გალის საშუალო სკოლა და 1944 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1949 წელს, ხოლო 1952 წელს იქვე დაასრულა ასპირანტურის კურსი ფილოსოფიის სპეციალობით. 1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი ინიციატივით დაარსებული გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვენორი ქვაჩახია იკვლევდა ლოგიკის, ესთეტიკის, ზოგადი და გამოყენებითი სოციოლოგიის პრობლემებს. იგი ავტორია 70-ზე მეტი მეცნიერული და პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაშრომისა, მონაწილეობდა სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესებში.
თხზულებები
- „ლოგიკის ზოგიერთი პრობლემა“ (თბილისი, 1956);
- „მეცნიერება და რელიგია“ (თბილისი, 1964, ბ. წოწონავას თანაავტორობით);
- „ესთეტიკურის სოციალური არსი“ (თბილისი, 1965, შ. გაბილაიას თანაავტორობით);
- „ფილოსოფიის შესავალი“ (თბილისი, 1983).