ქვაჯვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქვაჯვარი - საფლავის ქვის ძეგლი, ერთ-ერთი ტიპი მემორიალური კულტურისა, რომელიც ადრეული ქრისტიანობიდან მოკიდებული, ვიდრე დღევანდელ დღემდე, გამოიყენებოდა და იდგმებოდა გარდაცვალებულის საფლავზე. არცთუ იშვიათად ქვაჯვრებს, მათი უკეთ გამაგრების მიზნით, უკეთდებოდათ უდე - კვარცხლბეკები, ასეთი ქვაჯვრების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ზემო და ქვემო ქართლში. დიდი სიმბოლური დატვირთვის პარალელურად ქვაჯვართა გამოყენება საფლავის ძეგლად უფრო ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, თუმცა როგორც სათუთი ძეგლი იოლად ნადგურდებოდა და მათი უძველესი ნიმუშები ცოტაა შემორჩენილი.
ლიტერატურა
ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001 ე.ნ.