ქვემო ქლივანას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთის ფასადი

ქვემო ქლივანას ეკლესია - XIII-XIV სს. - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებით, სქელ დუღაბზე. წყობა შერეულია. ეკლესიის შიდა სივრცე ორი წყვილი სვეტების საშუალებით სამ ნავად იყოფა. შუა ნავი გვერდით ნავებთან შედარებით უფრო მაღალია და ვიწრო. სამივე ნავის აბსიდებში გაჭრილია ვიწრო, თაღოვანი სარკმლები. ცენტრალური აბსიდის კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. გვერდითა აბსიდები დარბაზს თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის კამარა კრონშტეინებს ეყრდნობა, ხოლო სამხრეთი ნავის კამარა - იმპოსტებს. ნავების გამყოფი აგურის თაღები სვეტების კაპიტელებს ეყრდნობა. დასავლეთით თაღები პილასტრებს ებჯინება. ცენტრალური ნავის ოთხივე კედელში გაჭრილია მაღალი სარკმლები. ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან თაღოვანი შესახელელები აქვს. დასავლეთის ტიმპანის ქვაზე შემორჩენილია ბოლნური ჯვრის გამოსახულება, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული. ეკლესიის ფასადები მორთულობას წარმოადგენს ფართი, პროფილირებული საპირე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლებს აჩარჩოებს და ოდნავ გამოწეულია საფასადო სიბრტყიდან. ეკლესიის დასავლეთით და სამხრეთი შემორჩენილია მინაშენის ფრაგმენტები. დასავლეთით შესაძლოა კარიბჭე იყო. ეკლესიის გარშემ შეინიშნება გალავნის ფრაგმენტები. ეკლესია დაზიანებულია. ცენტრალური ნავის კამარა ჩამონგრეულია, ინტერიერში მიწის დონე ძლიერ არის აწეული. ეკლესიის ფასადების ყველა კუთხე ჩამონგრეულია. ჩრდილოეთი ფასადი თითქმის პერანგშემოცლილია.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები