ქვიშნარის მონტანეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Montanea.PNG

ქვიშნარის მონტანეა (ლათ. Montanea Arenaria (D.C.) Zeller. რუს. Монтанеа песчаная)

ნაყოფსხეული – დასაწყისში ნახევრად მიწაშია ჩაფლული, სფეროსებრია 3 სმ-მდე დიამეტრისა; მომწიფებისას გარეთა გარსი სკდება და იქიდან ამოიზრდება ფეხი და ქუდი, ფეხის ძირში კი რჩება საყელოსებრი ჩალითა.

ქუდი – 6 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი – ბრტყელი, ზემოთ აგრეხილი კიდეებით, ცენტრში ახასიათებს ოდნავ ჩაღუნული დისკო, ზედაპირი დაფარულია დიდი ქერცლებით, მოყვითალოა ან ჟანგისფერი. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია შავი, 6-10 მმ-ს სიბრტყის ფირფიტები.

ფეხი – 6-20 სმ სიგრძისა და 0,2-1,5 სმ სისქისაა, ჯერ თეთრია, შემდეგ მოყვითალო, დასაწყისში რბილია, ხორციანი, შემდეგ კი ხევდება; ზედაპირი ჯერ სადაა, შემდეგ კი დაღარული და დაფარულია წვრილი ქერცლებით.

სპორები – კვერცხისებრია, თითქმის შავი, 10-16X7-11 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ველებსა და ნახევარუდაბნოში (შირაქი, ელდარ-სამუხი), გაზაფხულზე და შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები