ქიტიაშვილი სერგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სერგო ქიტიაშვილი – დაიბადა 1975 წლის 28 სექტემბერს ხაშურში.
განათლება – თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „საქართველო“ (1998); ასპირანტურა (2003).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.