ქიშმიშევი იოსებ
იოსებ არტემის ძე ქიშმიშევი − (06.08.1881- 28.03.1962), სომეხი გენერალ-მაიორი (1917).
გენერალ სტეფანე ქიშმიშევის ძმისშვილი. დაიბადა ტფილისში, სომეხი აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ტფლისის კადეტთა კორპუსი, ალექსეევის სამხედრო სასწავლებელი და ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია.
1898 წელს სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ლიტვის პოლკში საარმიო კავალერიასთან მიმაგრებით.
1908 დაინიშნა კანდიდატად სამხედრო მოსამართლის თანამდებობაზე.
1909 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო მოსამართლეობის კანდიდატი.
1911 წელს ვარშავის სამხედრო საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწის თანამდებობიდან დაინიშნა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე.
1915 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1916-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ.
1918-1920 წლებში მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში.
1919 წელს იყო საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის სამხედრო წარმომადგენელი (სამხედრო ატაშე).
1920 წელს გადავიდა საცხოვრებლად პოლონეთში.
სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოვდა წმ. სტანისლავის III ხარ. ორდ.(1910).
გარდაიცვალა და დაკრძალულია ვარშავაში.