ქიცვიანი ზვიგენისებურის ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქიცვიანი ზვიგენისებურის ოჯახი – Squalidae.
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ხრტილოვანი თევზები
ზურგის ფარფლი ორია, თითოეულ მათგანს წინ თითო ქიცვი აქვს. ზურგის ორივე ფარფლი ზომით თანაბარია. ზედა და ქვედა ყბებზე კბილები თანაბარი სიდიდისაა და ალმაცერად აქვს განლაგებული. ანალური ფარფლი არა აქვს. ამ ოჯახში ერთი გვარია.