ქიცვიანი სკაროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქიცვიანი სკაროსი (ზღვის მელა) – Raja clavata linne
კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: სკაროსები
ზღვის მელა გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ბალტიის, ხმელთაშუა და შავ ზღვაში. მამლების სიგრძე 70 სანტიმეტრს აღწევს, დედლების – 125 სანტიმეტრს. შავი ზღვის მელა მეორე ხარისხოვანი სარეწაო მნიშვნელობის თევზია .
ბიოლოგია
ზღვის მელა ზღვის წმინდა ფსკერული თევზია, რომელიც მტკნარ წყალს გაურბის. ის შავ ზღვაში 100 მეტრის სიღრმემდე ცხოვრობს და ხშირად სილაში ეფლობა.
გამოყენება
ღვიძლი 32-68 % ცხიმს შეიცავს და გამოიყენება ცხიმის გამოსადნობად. ხორცს იყენებენ თევზის საკვებ სათევზე ფქვილის დასამზადებლად. დასავლეთ ევროპაში ზღვის მელას ხორცს საკვებად ხმარობენ. ხორცი 1 %/-მდე ცხიმს შეიცავს; ის. გემრიელია და ძვირად ფასობს.