ქობულოვი ამაიაქ
ამაიაქ ზაქარიას ძე ქობულოვი – (1906-26.02.1955), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (09.07.1945).
დაიბადა ტფილისში, მკერავის ოჯახში. გენერალ ბ. ქობულოვის უმცროსი ძმაა. დაამთავრა ტფილისის სავაჭრო სკოლის 5 კლასი 1916 წელს, „ცეკავშირის“ კოოპერაციული კურსები 1925 წელს და ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის, კოოპერაციული კურსები 1926 წელს.
1921 წლიდან მსახურობდა რიგითად, სადგურ აღსტაფას (აზერბაიჯანის სსრ), 237-ე საეტაპო მონაკვეთზე.
1923-1924 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის სახალხო სასამართლოს მდივნად.
1924-1925 წლებში მუშაობდა ბორჯომის რაიაღმასკომის მოლარედ.
1925 წელს მუშაობდა მუშათა კოოპერატივის ბუღალტერ-ინსტრუქტორად.
1926-1927 წლებში მუშაობდა ბორჯომის შუშის ქარხნის სტატისტიკოსად.
1927 წელს მუშაობდა ტფილისის 26 კომისრების სახელობის ქარხანაში ბუღალტრად.
1927 წლიდან მსახურობდა შინსახკომის სისტემაში.
1927-1928 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს, საფინანსო განყოფილების ბუღალტრად.
1928-1929 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საფინანსო განყოფილების სრულუფლებიან წარმომადგენლად ამიერკავკასიის ფედერაციაში.
1929-1930 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების სრულუფლებიან წარმომადგენლად ამიერკავკასიის ფედერაციაში.
1930-1931 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების, სრულუფლებიანი წარმომადგენლის, I განყოფილების რწმუნებუ- ლად და უფროს რწმუნებულად ამიერკავკასიის ფედერაციაში.
1934-1935 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, ეკონომიკური განყოფილების ოპერრწმუნებულად.
1935-1937 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, შინსახკომის სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების მე-4 განყოფილების უფროსად.
1937 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ, შინსახკომის სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების მე-4 განყოფილების, მე-3 ქვეგანყოფილების უფროსად და, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს, I განყოფილების, მე-2 ქვეგანყოფილების უფროსად.
1937-1938 წლებში მსახურობდა ახალციხის რაიონის შინსახკომის უფროსად.
1938 წელს დაინიშნა შინსახკომის გაგრის რაიონული განყოფილების უფროსად და აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოვალეობის შემსრულებლად.
1938-1939 წლებში მსახურობდა უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის I მოადგილედ.
1939-1941 წლებში მსახურობდა გერმანიაში სსრკ სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩევლად.
1941-1945 წლებში მსახურობდა უზბეკეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრად.
1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების კომისრის III რანგის~ წოდება. 1945 წელს დაინიშნა სსრკ შინსახკომის, სამხედრო ქონების მთავარი სამმართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსად.
1938 წელს არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1945-1951 წლებში მსახურობდა სსრკ შინსახკომის – შსს-ს სამხედრო ქონების მთავარი სამმართველოს, ოპერატიული სამმართველოს უფროსად.
1951-1953 წლებში მსახურობდა შსს-ს სამხედრო ქონების მთავარი სამმართველოს უფროსად – ბანაკების მთავარი სამმართველოს უფროსის I მოადგილედ.
1953 წლის მაის-ივნისში მსახურობდა შსს-ს საკონტროლო ინსპექციის უფროსის მოადგილედ.
1953 წლის 27 ივნისს დააპატიმრეს „ბერიას საქმესთან“ დაკავშირებით.
1954 წლის 1 ოქტომბერს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - „დახვრეტა“. დახვრეტილია. არაა რეაბილიტირებული.
დაჯილდოებული იყო წითელი დროშის (1944,1944), წითელი ვარსკვლავის (1944), კუტუზოვის II ხარ.(1945), შრომის წითელი დროშის ორდენებით, აგრეთვე შინსახკომის საპატიო მუშაკის (1937) და შსს დამსახურებული თანამშრომლის (1948) სამკერდე ნიშნებით.