ქონდარა ზამბახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქონდარა ზამბახი – (Iris pumila L.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე – 10-15 სმ. ყვავილსაფარი ყვითელია, სოსანი ან მოთეთრო, გოგირდისფერი, ზოგჯერ ყვავილი ზოლებიანია; მისი გარეთა ფოთლები მოყვანილობით მოგრძო-კვერცხისებურია, შიგნიდან შუა სიგრძეზე ბანჯგვლიანი ზოლი აქვს გავლებული; ზოგჯერ ბანჯგვლი ყვითელია. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისებურია ან ნიჩბისებური. ყველა ფოთოლი ძირისაა, ლეგა, ხაზურ-ლანცეტა ან ხმლისებური. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარსა და სტეპებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.