ქორაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქორაფი

ქორაფი – (Acer laetum C.A. Mey. = Acer cappadocicum Gled). ოჯახი: ნეკერჩხლისებრნი (Aceraceae). 15-30 მ სიმაღლის ხეა. ფოთლები თხელია, 6-15 სმ სიგრძისა და 8-15 სმ სიგანის, 5-7-ნაკვთიანი. შიშველია ან ქვედა მხარეზე, ძარღვების გაყოლებით, ოდნავ შებუსული. ნაკვთები მოგრძო ან ფართო სამკუთხაა. წვერში უცბადაა გრძლად წაწვეტებული. კიდემთლიანი ან ტალღისებურკიდიანი. ყვავილედი ზეზე მდგომი ფარისებური მტევანია. ნაყოფის ფრთები დიდია, ბლაგვი კუთხით გაშლილი ან თითქმის ჰორიზონტალურად განლაგებული. ყვ. ნაყ. V; VIII-IX. კახეთის რეგიონის შუა და ზედა სარტყლის ტყეების ჩვეულებრივი მცენარეა. იზრდება ერთეულების ან მცირე ჯგუფების სახით. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია, პრაქტიკულად ყველგან. გავრცელებულია მთელ ტყიან საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები