ქორდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორდაწირის ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი. წრეწირის ქორდას ზოგჯერ შესაბამისი წრის ქორდას უწოდებენ. წრეწირის ცენტრზე გამავალ ქორდას დიამეტრი ეწოდება.

წრეწირის ქორდებსა და ცენტრიდან მათი დაშორების მანძილებს შორის დამოკიდებულებებზე თეორემები გადმოცემულია ევკლიდეს „საწყისების“ III წიგნში.

ტერმინი „ქორდა“ ბერძნული წარმოშობისაა – χορδη – „სიმი“, „ძარღვი“. იგი თანამედროვე მნიშვნელობით ევროპელმა მეცნიერებმა XII - XIII ს-ებში შემოიღეს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები