ქორე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქორე – ორმარცვლიანი ტერფი მეტრულ ლექსწყობაში, პირველი მარცვალი გრძელია, ხოლო მეორე მოკლე; ტონურსა და სილაბურ-ტონურ ლექსწყობაში კი პირველი მარცვალი მახვილიანია, მეორე უმახვილო (სქემა: _ ‿ ).
ქორე ქართული ლექსწყობის დამახასიათებელი ტერფია.