ქორთნი უილიამ
უილიამ ქორთნი – (დ.1944), ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 1995-98.
1966 მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის დარგში დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტში, 1980 კი – დოქტორის ხარისხი ბრაუნის უნივერსიტეტში. ფლობს რუსულ, უკრაინულ და პორტუგალიურ ენებს; სხვადასხვა დროს იყო ფინანსისტ-ეკონომისტი აშშ-ის სახელმწიფო ეკონომიკისა და ბიზნესის ბიუროს დეპარტამენტში; მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ბრაზილიასა და რუსეთში (მოსკოვში); იყო სტრატეგიული ბირთვული პოლიტიკის ოფისის დირექტორის მოადგილე; სახელმწიფო მდივნის სპეციალური ასისტენტი პოლიტიკურ საკითხებში; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოადგილე: აშშ-ის მხარის თანათავმჯდომარე აშშ-საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებებზე უსაფრთხოებისა და ბირთვული განიარაღების თაობაზე. 1992 – აშშ-ის პირველი ელჩი ყაზახეთში.