ქორონიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორონიკონი (დიდი ინდიქტიონი) – წელთაღრიცხვის ძველი სისტემა, რომელიც მიღებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში. ქორონიკონი ბერძნულად ნიშნავს წელთაღრიცხვას და შეადგენს 532 წლიან ციკლს (დროის მონაკვეთს) ანუ მოქცევას. იგი პირველად გამოთვალა მღვდელ-მონაზონმა დიონისემ 516 წელს. მისი ყოველი ციკლი (მოქცევა) შეიცავს 532 წელს, რომელიც 28 მზის მოქცევის და 19 მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული. შუა საუკუნეების ქართველი ასტრონომები ქვეყნის შექმნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე ათ მოქცევასა და 284 წელს, ე.ი. 5604 წელს (532×10+284) ანგარიშობდნენ. ქორონიკონით წელთაღრიცხვა ჩვენში მხოლოდ 780 წლიდან ანუ XIII მოქცევიდან შემოიღეს და XIV მოქცევაშიაც ხმარობდნენ. მოქცევის წელიწადი ქორონიკონად იწოდება. თანამედროვე წელთაღრიცხვაზე ქართული ქორონიკონის გადასაყვანად მოცემულ ქორონიკონს 780 ან 1312 უმატებენ იმის მიხედვით, თუ რომელ მოქცევასთან გვაქვს საქმე. ერთი მოქცევის დამთავრებისა და მეორის დაწყების დროს ანგარიში თავიდან იწყება და თარიღები ისეთივე რჩება, როგორც წინა მოქცევაში. რაც შეეხება ბერძნულ ქორონიკონს, მას საფუძვლად უდევს ქვეყნის, სამყაროს დასაბამი და მისი ათვლა იწყება სამყაროს დასაბამიდან. სწორედ ამიტომ არის სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონის შორის და ეს სხვაობა შეადგენს 10 სრულ მოქცევას და 96 წელიწადს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები