ქორჭილების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორჭილების ოჯახი – Perciformes

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ქორჭილასებრნი


თევზების ოჯახი ქორილასნაირთა რიგისა. სხეული დაფარულია კტენოიდური ქერცლით. ჩვეულებრივ, ზურგის ორი ფარფლი აქვს, იშვიათად კი − ერთი. ზურგის ფარფლის პირველი ნაწილი შედგება ქიცვიანი სხივებისაგან ხოლო მეორე ნაწილი რბილი სხივებისაგან. ანალურ ფარფლში, ჩვეულებრიე, 1-2 ქიცვია. მუცლის ფარფლები მკერდზე ან მკერდის ფარფლების ქვეშ, ანდა ოდნავ მათ უკანაა მოთავსებული. მასში 1 ქიცვიანი და 5 დატოტვილი სხივია. ლაყუჩის სახურავის ძვლების კიდეები (ჩვეულებრივ, ლაყუჩის წინა სახურავი და ლაყუჩის საკუთრივ სახურავის ძვალი თითქმის ყოველთვის კაკვებით ან ქიცვებითაა აღჭურვილი. ლაყუჩის აპკები ლაყუჩთაშუა მანძილთან შეზრდილი არაა. ლაყუჩი 4-ია; უკანასკნელ ლაყუჩის უკან ხვრელია (ნაპრალია), ლაყუჩთა სხივები 6-8. თვალის ქვეშა მეორე პატარა ძვალი უფირფიტოა და მასზე დაყრდნობილია თვალის კაკალი. თითოეულ მხარეზე ცხვირის ორი ნახვრეტია. სახის ძელები ერთმანეთისაგან გამოყოფილია. ზედა ყბის ძვლები ნაკლებად გამოწევადი ან სრულებით გამოუწევადი არიან. ყბებზე, სახნისის და სასის ძვლებზე განლაგებულია ჯაგრისნაირი კბილები, რომელთა შორის ზოგჯერ ეშვებიც სხედან. სახნისისა და სასის ძვლები ზოგჯერ კბილებს მოკლებულია. მალების რაოდენობა 30-48 აღწევს.

გავრცელებულია მტკნარ და მომლაშო წყლებში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, დასავლეთ და ჩრდილოეთ აზიაში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებში თითქმის ყველგან გეხვდება.

ქორჭილების ოჯახში 12 გვარია (დაახლოებით 90 სახეობით).

საქართველოს ფარგლებში გვხვდება 2 გვარი, სამი სახეობით.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები