ქრისოელეფანტური ტექნიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისოელეფანტური ტექნიკა – (ბერძ. chrysos - ოქრო, elephas - სპილოს ძვალი) ანტიკურ სკულპტურაში დამკვიდრებული საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკური ხერხი, რომლის დროსაც ორგვარ ძვირფას მასალას - სპილოს ძვალსა და ოქროს იყენებდნენ. ხის გამოსახულებაზე, როგორც ქანდაკების საფუძველზე, მაგრდებოდა სპილოს ძვლის. თხელი ფირფიტები, რომელიც სხეულის შიშველი ნაწილების (ხელების, ფეხების, სახისა და სხვ.) იმიტაციას ახდენდა, მთელი დანარჩენი არე (სამოსი, აქსესუარები, თმა, წვერი და სხვ.) კი ოქროს სიფრიფანა ფურცლებით იფარებოდა.


წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები