ქრომატინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქრომატინი – (ბერძნ. chroma ფერი), უჯრედის ბირთვის ნივთიერება, ქრომოსომების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც დეზოქსირიბონუკლეოპროტეიდისაგან შედგება. იღებება ძირითადი საღებავებით მუქ-წითელ ან ლილის ფერად.