ქრონენბერგი დევიდ პოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დევიდ პოლ ქრონენბერგი – (დაიბადა 1943 წელს ქ. ტორონტოში, კანადა) – კანადელი კინორეჟისორი და სცენარისტი, ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის დროს გადაიღო ექსპერიმენტული ფილმი „სტერეო“ (1969). ფართო ყურადღება მიიქცია 1982 წელს გადაღებული სურათით „ვიდეოდრომი“, რომელიც ათწლეულის სტილის ჩამომყალიბებელ ფილმად იქცა.
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1969 – „სტერეო“
- 1975 – „კრუნჩხვები“
- 1977 – „სიშმაგე“
- 1982 – „ვიდეოდრომი“
- 1983 – „მკვდარი ზონა“
- 1986 – „ბუზი“
- 1993 – „მ. ბატერფლაი“
- 1996 – „ავტოკატასტროფა“ (კანის სკფ. ჟიურის განსაკუთრებული პრიზი)
- 1999 – „ეგზისტენცია“ (ბერლინის სკფ. ვერცხლის დათვი გამოჩენილი მხატვრული ღირსებებისთვის)
- 2002 – „ობობა“
- 2007 – „გამართლებული სისატიკე“
- 2012 – „კოსმოპოლისი“
- 2014 – „ვარსკვლავური რუკა“
და სხვ.