ქრონიკული ოდონტოგენური სინუსიტები
ქრონიკული ოდონტოგენური სინუსიტები — ეს პათოლოგია მოლარული (სიბრძნის) და პრემოლარული კბილების ინფექციური დაავადების დროს, ჰაიმორის წიაღში გავრცელებული ინფექციით იწყება.
როგორც მოგეხსენებათ, კბილს ჰაიმორის წიაღისგან ძალიან თხელი ძვალი ყოფს. როდესაც ჩირქოვანი პროცესი ამ ძვლის დესტრუქციას ახდენს, ინფექცია სინუსში ხვდება და იწვევს მის დაზიანებას.
კლინიკური ნიშნები
ცალმხრივი, სუნიანი, ჩირქოვანი რინორეა. ამ დროს, პაციენტი უჩივის მიდამოში სიმძიმის შეგრძნებას და ვერ გრძნობს ტკივილს.
რინოსკოპიულად – შუასავალი ჩირქოვანი გამონადენით არის სავსე.
რადიოლოგიურად – ჩანს ცალმხრივი სინუსიტი და შესაძლოა, უცხო სხეული (მაგ. კბილის ბჯენი).
როდესაც ოდონტოგენურ სინუსიტზე ჩნდება ეჭვი, აუცილებელია სტომატოლოგის მიერ ჩატარდეს დეტალური გამოკვლევა. ამგვარი ეტიოლოგიის სინუსიტის დროს, კბილის პათოლოგია ხშირად ძნელი აღმოსაჩენია.
მკურნალობა
ოდონტოგენური სინუსიტის დროს, აუცილებელია ჯერ მიზეზის – კბილის პრობლემის მოგვარება და მხოლოდ ამის შემდეგ, ჰაიმოროტომია.