ქრონიკული ოტიტის ნარჩენი მოვლენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული ოტიტის ნარჩენი მოვლენებიქრონიკული ოტიტის განკურნების შემდეგ, შესაძლოა მაინც დარჩეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ტიმპანოსკლეროზი, ადჰეზიური ოტიტი.

ცენტრალური პერფორაცია

როდესაც ანთებითი ინფექციური პროცესი გაქრება, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ამ შედეგების რეაბილიტაცია.

ვგულისხმობთ ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების გაქრობას, რადგანაც ოსტეიტები, კერძოდ ქოლესტეატომა, არ იკურნება სპონტანურად, ქირურგიული ჩარევის გარეშე.

დაფის აპკის დაზიანებები:

აპკი შესაძლოა დარჩეს პერფორირებული ან განიცადოს ატროფია.

მდებარეობის მიხედვით არჩევენ რამდენიმე ტიპის პერფორაციას:

მარგინალური პერფორაცია

მშრალი, ცენტრალური პერფორაცია უწყინარი პათოლოგიაა. სმენის დაქვეითების და ინფიცირების მაღალი რისკის გარდა, პრობლემას არ წარმოადგენს. პაციენტები, რომელთაც არ უწევთ ხშირი კონტაქტი წყალთან, ამ პათოლოგიით მრავალი წელი უპრობლემოდ ცხოვრობენ მანამ, სანამ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ღია ყურის ინფიცირება მოხდება.

ამ პათოლოგიის გამოსწორება მარტივი ოპერაციული ჩარევით – ტიმპანოპლასტიკით ხორციელდება.

მარგინალური პერფორაცია უფრო საშიში და ცუდი პროგნოზის მქონე პათოლოგიაა.

მისი მდებარეობის გამო, შუა ყურის ეპიდერმიზაციის შანსი უფრო დიდია. ქოლესტეატომური დაავადების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად, პაციენტს რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია. ტექნიკურად, ტიმპანოპლასტიკა უფრო ძნელი შესასრულებელია და ხშირად ხრტილის ან ხრტილსაზრდელას გამოყენებით ხდება.

დაფის აპკის ატროფია, თავისთავად, პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ევსტაქის მილის დისფუნქციის შემთხვევაში, შესაძლებელია რეტრაქციული ჯიბის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს. ამიტომ ამ შემთხვევაში ორი გზა გვაქვს – ევსტაქის მილის ფუნქციონირების რეგულაცია ან შუნტირება, რაც შუა ყურის წნევის გათანაბრებას გამოიწვევს და რეტრაქციული ჯიბის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის.

ტიმპანოსკლეროზი და ცენტრალური პერფორაცია

– სასმენი ძვლების ჯაჭვის მოძრაობის და რხევების გადაცემის მოშლა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რით არის ეს გამოწვეული – ძვლების ჯაჭვის მთლიანობის დარღვევით თუ ოვალური სარკმლის ფიქსაციით ატიკის დონეზე.

– ლორწოვანი გარსის გადაგვარება, ჰიალინური გაძვალება – ტიმპანოსკლეროზი.

ადჰეზიური ოტიტი

ტიმპანოსკლეროზი ლორწოვანი გარსის ქვეშ მდებარე ქსოვილის პათოლოგიაა და შესაძლებელია შეგვხვდეს როგორც დაფის აპკის, ასევე შუა ყურის ნებისმიერ მიდამოში.

ოტოსკოპიურად, ასეთი სურათი მარგინალური პერფორაციის და, ამავდროულად, ტიმპანოსკლეროზის დამადასტურებელი ფაქტია.


ნაკლებად მნიშვნელოვანია დაფის აპკზე მისი მდებარეობის ადგილი. შედეგები უფრო სერიოზულია, როდესაც პროცესი შუა ყურის სხვა სტრუქტურებზე, ძვლოვან ჯაჭვზე ან ლოკოკინაზე ვრცელდება.

ამ უარყოფითი შედეგების რეაბილიტაცია შესაძლებელია ოპერაციული ჩარევით. – ადჰეზიური ოტიტი – ოტიტის ყველაზე რთული და შემაშფოთებელი გართულებაა. ეს გულისხმობს დაფის აპკისა და მის შიგნით მდებარე სტრუქტურების (ლოკოკინა, სასმენი ძვლები) ნაწიბუროვან შეხორცებებს. ამ შეხორცების გამო, ძალიან არის დაქვეითებული სმენა. ხშირი ოტიტების ჩამოყალიბების გამო, არის საშიშროება განვითარდეს პერფორაციული ოტიტი.

თუ ადჰეზიური ოტიტი არ რთულდება ხშირი ჩირქოვანი ოტიტებით, მაშინ ქირურგიული ჩარევა, თუნდაც სმენის რეაბილიტაციის მიზნით, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ქრონიკული ანთების გამო, შედეგი არც ისე კარგია. სმენის აღდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული, ძვლოვანი იმპლანტებით (BAHA, Bonebridge).


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები