ქრონიკული რინობრონქიტების მკურნალობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქრონიკული რინობრონქიტების მკურნალობა — სინუსიტების თანმხლები ბრონქიტების პრობლემა განზოგადებულია.
გამოვყოფთ ორ ვარიანტს:
- ჩამავალი რინობრონქიტი, როდესაც ჩირქოვანი სინუსიტის შედეგად ინფიცირება ბრონქებში ვრცელდება. სინუსიტის მკურნალობის შედეგად ბრონქიტიც იკურნება. ხშირია სინუსიტის პრობლემის უგულვებელყოფა და ბრონქიტის მკურნალობის შეფერხება-უშედეგობა. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა ოპერაციული ჩარევის აუცილებლობაც დადგეს.
- დიფუზურად, რესპირატორული ლორწოვანის ანთების თანმხლები ბრონქიტები. ალერგიული, იმუნოდეპრესიული და მუკოცილიარული პრობლემების დროს, ქირურგიული ჩარევა აზრს კარგავს. ამ დროს, მიზანშეწონილია ბალნეოლოგიური და მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც ამ დიფუზური პრობლემის სამკურნალოდ არის გამიზნული.