ქუბრიკი სთენლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სთენლი ქუბრიკი

სთენლი ქუბრიკი (1928-1999) – გამოჩენილი ამერიკელი კინორეჟისორი და პროდუსერი, XX ასწლეულის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი კინემატოგრაფისტი.

ქუბრიკის ფილმები, რომელთა უმრავლესობა დაფუძნებულია ლიტერატურულ პირველწყაროებზე, გადაღებულია დიდი ტექნიკური ოსტატობით და გაჯერებულია მახვილგონივრული გადაწყვეტებით. მისი რეჟისორული ხელწერის თავისებურებებს აკუთვნებენ მსხვილი ხედების სპეციფიკურ გამოყენებას, უჩვეულო პანორამირებას და წაფენას, აგრეთვე პოპულარული და კლასიკური მუსიკის თამამ გამოყენებას.

შინაარსობრივი თვალსაზრისით ქუბრიკი ხშირად ხატავს ადამიანის სიმარტოვეს იმ სამყაროში, რომელიც მან შექმნა თავისთვის, საზოგადოების ტენდენციას სოციალური პროცესების ავტომატიზაციისკენ, ადამიანის კი – გარემომცველი სინამდვილისგან იზოლაციისკენ.

ფილმოგრაფია:

  • 1953 – „შიში და ჟინი“
  • 1955 – „მკვლელის კოცნა“
  • 1956 – „მკვლელობა“
  • 1957 – „დიდების ბილიკები“
  • 1960 – „სპარტაკი“
  • 1962 – „ლოლიტა“
  • 1964 – „დოქტორი სთრეინჯლავი“
  • 1968 – „კოსმიური ოდისეა 2001“
  • 1971 – „მექანიკური ფორთოხალი“
  • 1975 – „ბარი ლინდონი“
  • 1980 – „ნათება“
  • 1999 – „ფართოდ დახუჭული თვალებით“

და სხვ.

ჯილდოები:

  • 1969 – „კოსმიური ოდისეა 2001“ (ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის)
  • 1976 – „ბარი ლინდონი“ (ბრიტანული აკადემიის პრიზი – BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 1977 – (ოქროს ლომი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ვენეციის სკფ-ზე)
  • 1999 – „ფართოდ დახუჭული თვალებით“ (პრემია „Bastone Bianco“ ვენეციის სკფ-ზე)
  • 2000 – (ბრიტანული აკადემიის პრიზი - BAFTA წლის ადამიანს).

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები