ქუდიანსოკოსებრი ფშუკუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქუდიანსოკოსებრი ფშუკუნა (ლათ. Endoptychum agaricoides Czerm რუს. Эндоптихум шляпочный)
ნაყოფსხეული – კვერცხისებრია, 10 სმ-მდე სიმაღლისა და 8 სმ-მდე დიამეტრისა; ჯერ თეთრია, შემდეგ მურა ხდება. გარეთა გარსი ჯერ სადაა, შემდეგ კი – ქერცლოვანი; შიგნითა გარსი ნორჩობაში შეზრდილია ძირში მოკლე ფეხისებრ გამონაზარდთან, მომწიფებისას კი ძირიდან თავამდე იხლიჩება ფოჩებად. ნაყოფსხეულის შიგთავსი მომწიფებისას ფხვნილისებრ-მტვრისებრია.
სპორები – მოყვითალო-ყავისფერია, სფეროსებრი ან კვერცხისებრი, სადა გარსით, მოკლე დანამატით, 5,8-9,6X6-6,6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, ველებსა და ნახევარუდაბნოში (შირაქი, ელდარ-სამუხი), იშვიათად – საძოვარზე და ტყის პირებში, შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.