ქუვდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქუვდ-ი (ოს. Куывд) – მსხვერპლშეწირვით თანხლებული ლოცვა და სადღეობო სუფრა ან აღაპი. ყოველი ქუვდის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს სამი კვერი, მიცვალებულის ხსოვნისადმი მიძღვნილ ქუვდზე – ოთხი; ცხოველური მსხვერპლი შეხედულებისამებრ. ლოცვის შემდეგ კვერების ნაწილს ცეცხლში აგდებენ. არის ქუვდი, რომელშიც მხოლოდ ერთი გვარის წევრები მონაწილეობენ, სხვები არ დაიშვებიან. ასეთ ქუვდს ნაფადგაგი (нæфæдгаг – „ჩვენი ჩვეულება“) ჰქვია.
ლიტერატურა
- Жданов Л. Зассказы о кавказском племени осетин // Народы России. Под ред. Н. Н. Харузина. М., 1898;
- Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
- Емельянова Н. М. Традиционная культура и религия у осетин // Дарьял. 2004. № 4.