ქუთათელაძე ბადრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბადრი ქუთათელაძე

ქუთათელაძე ბადრი − (1949), ქართველი პოეტი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1976 წელს. 2000 წლიდან იყო თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პირველი მოადგილე; ენციკლოპედია „თბილისში” გამოყენებულია მასალა მისი წიგნიდან „პოეზია ქვაში - თბილისის ქანდაკება” (2000). გამოცემული აქვს კრებულები: „ეს ზამთარიც ჩაილია” (1990), „სარკმელი” (1997), „შენზე მიოცნებია” (2009).


* * *
ყველაზე მეტად მრცხვენია ჩემი...
(საკუთარ სულსაც სჭირდება მოვლა...)
ეს მეშვიდეა, მეშვიდე წელი,
თითქოს არა ვარ და თითქოს რომ ვარ...
ქუჩაში ქარი დაეძებს ბინას
და უმიზეზოდ აწვალებს ფოთლებს,
მე გული − არა, ნეკნები მტკივა
გარდაცვალების ჩემის ვარ მოწმე!...
ყველაზე მეტად მრცხვენია ჩემი...
და პატიებას ვერ ითხოვს გული,
რადგან დაკარგა ამ ქუჩამ ძველი
ალუბლის ფერი და ვარდის სუნი!...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები