ქუთარ-ვა-ხასისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქუთარ-ვა-ხასისი(უგარიტ.) ღვთაებრივი მშენებელი, რომელმაც ბაალს ახალი ყაიდის ფანჯრებიანი სახლი აუშენა. ბაალი უარზე იყო, რაღაც ხიფათს მოელოდა ამ სიახლისგან. მაგრამ ღმერთების დაჟინებული რჩევით დაბინავდა მასში. მისი წინათგრძნობა გამართლდა: სიკვდილის ღმერთი მოთი ფანჯრიდან შეიპარა და მოკლა ბაალი.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები