ქურიძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოთა ქურიძე – (1917-1989) ქართველი კრიტიკოსი, მკვლევარი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ოზურგეთში. უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

სხვადასხვა პერიოდში გამოცემული აქვს წიგნები: „მხატვრული სიტყვის განვითარება აჭარაში“ (1970), „ანტონ ფურცელაძის ლიტერატურულ-კრიტიკული შეხედულებანი“ (1976), „ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები“ (1978), „წარსულის ფურცლები ქართული ლიტერატურის, კრიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიიდან“ (1982), „ჭაბუკი იყო, ქარბუქი იყო“ (1985) და სხვ.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ რედაქციაში (სტილისტად, განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად), 1949-1958 - 1971-1985 წლებში – გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქტორად, აჭარის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარედ, ჟურნალ „ლიტერატურული აჭარის“ რედაქტორად.

იყო საქართველოს პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი, გამომცემლობა „საქართველოს“ აჭარის რედაქციის გამგე.

შოთა ქურიძე დაკრძალულია ბათუმის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სახლზე, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე (მემედ აბაშიძის გამზირი №53) განთავსებულია მემორიალური დაფა.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები