ქუქანკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქუქანკი – წყალსადენებით წყლის გამომყვანი ხელოსანი შუაფეოდალური ხანის საქართველოში (X-XII სს.). იგივე წყაროთა მკაზმავნი. ქუქანკი წყლის გამოყვანის საქმისათვის საგანგებოდ განისწავლებოდა და თავისი მყარად საჭირო პროფესიის გამო გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისგან.