ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774 – დაიდჯი 1774 წლის 10-21 ივლისს სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის 1768-74 ომის დასრულების შემდეგ.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება იყო რუსული დიპლომატიის პირადი სერიოზული წარმატება, რომელიც მიღწეულ იქნა შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვებისათვის ბრძოლაში. საზავო ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი გავიდა შავი ზღვის სანაპიროზე და დაიკავა ტერიტორია დნეპრის შესართავიდან მდინარე ბუგის შესართავამდე; რუსეთს გადაეცა აგრეთვე სიმაგრეები: კინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რენეთის სავაჭრო ფლოტმა მიიღო შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებში გავლის უფლება; რუსეთის სახელმწიფოს საზღვარი კავკასიაში დაფიქსირდა მდინარე ეისა და თერგის ხაზზე; ყირიმის სახანო განთავისუფლდა თურქეთის სულთნის ვასალური დამოკიდებულებისაგან და დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სტატუსი მიიღო.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ შეზღუდა თურქეთის გავლენა დასავლეთ საქართველოზე, კერძოდ, ოსმალეთს „სამუდამოდ“ ეკრძალებოდა ხარკის აღება იმერეთის სამეფოსგან და ქრისტიანული რელიგიის შევიწროება ამის სანაცვლოდ რუსეთი ფაქტობრივად უბრუნებდა ოსმალებს (იმათ, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“) 1770-71 რუსეთის ჯარის მიერ განთავისუფლებულ იმერეთის ციხეებს (ბაღდადი, შორაპანი, ქუთაისი), თუმცა ოსმალეთმა ვერ შეძლო აღნიშნული ციხეების ხელახალი დაკავება.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები