ქცევის აშლილობა ოჯახური გარემოთი შემოფარგლული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქცევის აშლილობა, ოჯახური გარემოთი შემოფარგლული - (F91.0), (conduct disorder confined to the family context), ქცევის აშლილობა, რომელიც ხასიათდება დისოციალური ან აგრესიული (მაგრამ არა უბრალოდ ჯიუტი, გამომწვევი, დამანგრეველი) ქცევით, რომელიც ვლინდება ძირითადად ან მხოლოდ სახლში, ნუკლეარული ოჯახის წევრებთან, ან უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობისას.
კლინიკური სურათი უნდა შეესაბამებოდეს ქცევის აშლილობის ზოგად კრიტერიუმებს; თვით ყველაზე მძიმე დარღვევა მშობლებსა და შვილს შორის ურთიერთობის, თავისთავად საკმარისი არ არის ამ დიაგნოზის დასასმელად.