ღადამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღადამი − ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის დასასრულს. მას „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ უწოდებს ღადამს, „მეფეთა ცხოვრება“ - ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარდაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე - ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა.
პავლე ინგოროყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით, პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე - 164-180 წწ-ში.