ღაზოიანობის ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღაზოიანობის (ცოლ-ქმრული ეჭვიანობის) ბოდვა უფრო მამაკაცებშია გავრცელებული, ვიდრე ქალებში. ეჭვიანობა ყოველთვის ბოდვა არ არის. ეჭვიანობის ნაკლები ინტენსივობის განცდა და აკვიატებული აზრები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ღაზოიანობის ბოდვა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქმედება იმ პიროვნების ან პიროვნებების მიმართ, რომლებიც, პაციენტის აზრით, მოღალატეები არიან. ღაზოიანობის ბოდვის მქონე პაციენტი არ დაკმაყოფილდება იმ ფაქტით, რომ მან ვერ შეძლო თავისი ეჭვის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება და ძიებას შემდგომშიც განაგრძობს.