ღამაზოვი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღამაზოვი კონსტანტინე

კონსტანტინე მიხეილის ძე ღამაზოვი (საარუნი) – (29.03.1866-19.06.1928), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (28.05.1919) .

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. სამხედრო სამსახურში შევიდა 1884 წელს 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში.

1907 წლიდან მეთაურობდა 21-ე საარტილერიო ბრიგადის მე-3 ბატარეას.

მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში.

1914 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1915 წელს დაინიშნა კავკასიის არმიის შტაბის საარტილერიო ნაწილის გამგედ.

1916 წელს დაინიშნა კავკასიის I მორტირთა საარტილერიო დივიზიონის მეთაურად.

1918-1920 წლებში მსახურობდა სომხეთის ეროვნულ კორპუსში, მეთურობდა I მსროლელ პოლკს ყარაყლისის ბრძოლაში.

1918 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის თებერვალში დააპატიმრეს ერევანში და გაამგზავრეს ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში ქ. რიაზანში. მოგვიანებით გაანთავისუფლეს.

ცხოვრობდა ტფილისში, თავის სახლში. გარდაიცვალა იქვე.

დაკრძალულია ძველი ვერის სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო და რუსეთის ორდენებით. წმ.ანას II ხარ.(1905), წმ. სტანისლავის II (1900), წმ. ვლადიმერის III ხარ. (1915) ორდენებით.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები