ღამბაშიძე ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ ღამბაშიძე – (1872-1951), საზოგადო მოღვაწე, ექიმი.
დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ კი – მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ეწეოდა სამკურნალო მოღვაწეობას ემიგრაციაში წასვლის შემდეგ (1921) დამკვიდრდა პარიზში. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებში. სამჯერ იქნა არჩეული საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარედ. I მსოფლიო ომის დროს, ქართველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად, მისი თავმჯდომარეობით შეიქმნა „ქართული ეროვნული კომიტეტი საფრანგეთში.“