ღარიბიანი პეტროს
პეტროს ვარაზდათის-ძე ღარიბიანი – (დ. 18.04.1947), რუსეთის ფედერაციის მე-III კლასის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი (10.01.2008).
დაიბადა ბოგდანოვკის რაიონის (ახლ.ნინოწმინდის) სოფ. განძაში (საქართველოს სსრ), მოსამსახურის ოჯახში.
1972-1977 წლებში სწავლობდა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1986-1996 წლებში მუშაობდა ქ. ერევნის პროკურატურაში, პროკურორ-კრიმინალისტად.
1996 წლიდან - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და, მუშაობს მოსკოვის ოლქის პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად.
1998-1999 წლებში მუშაობდა ავსტრიის ნავთობის კომპანია «East Petroleum Handelsges» საქმეთა მმართველ, ევგენი რიბინზე ორი თავდასხმის საქმეზე.
2001 წლიდან მუშაობს რუსეთის ფედერაციის, გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად.
2004 წლის ივლისიდან არის რუსეთის ფედერაციის, გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი საგამოძიებო ბრიგადის ხელმძღვანელი, რომელიც იძიებს რუსეთში ჟურნალ «Forbes» მთავარი რედაქტორის, პოლ ხლებნიკოვის მკვლელობას.
2011 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საგამომძიებლო კომიტეტის თავმჯდომარესთან – განსაკუთრებულ საქმეთა უფროს გამომძიებლად.