ღებვა შტამპით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღებვა შტამპით – ღებვა წარმოებს შტამპით, რომელიც დამზადებულია რეზინისაგან ან კაუჩუკისაგან, მასზე ამოჭრილი რელიეფური ნახატით. მრავალფეროვანი ნახატების დატანისათვის შტამპი არ იხმარება. ღებვის ამ სახეობას იყენებენ როგორც ფაიფურის ისე ქაშანურის ნაკეთობების ერთფერიანი ჭიქურქვეშა და ჭიქურზედა ღებვისათვის.