ღების ქვა ყველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღების ქვა ყველი - მოხდილ ძროხის რძეზე დამზადებულ ყველს რაჭაში დიეტურ ყველსაც კი ეძახიან. მკვრივდება და შრება (ხმება) ჰაერზე (იშვიათად აბრუნებენ წათხშიც).
ამიტომაც მალე მაგრდება და ქვასავითაა. ამ ყველით მზადდება განთქმული ღების ხაჭაპური რომელსაც საქართველოში ანალოგი არა აქვს გემოვნების მიხედვით.
პურცომეულში – მონაწილეობს სამი ტიპის შიგთავსი – ქვა ყველი, ნადუღი და ხაჭო. დაგემოვნებისას, სწორედ ეს სამი გემო იკვეთება და ხაჭაპურს განსაკუთრებულ სასიამოვნო გემოვნებას აძლევს.