ღვაჩლიანი ლევან
ლევან ღვაჩლიანი – (Gvachliani Levan), ქართველი პოლიტიკოსი, ქართველი დიპლომატი, 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში.
დაიბადა 1 ივნისი, 1978 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1995-2000 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება:
2005-2006 – დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილების გამომძიებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
2006-2007 – კადრების სამმართველოს პროფესიული მომზადების ცენტრის პირველი ქვეგანყოფილების უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
2007-2009 – გენერალური ინსპექციის უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2009 – მინისტრის მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2009-2014 – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2015 – კონტროლის სამსახურის უფროსი, ქ. თბილისის მერია;
2015-2019 – კონსული, საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.