ღვინეფაძე ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა ღვინეფაძე

ღვინეფაძე ნანა – (1928–2020) ქართველი პოეტი, მთარგმნელი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი. ნანა ღვინეფაძის ლიტერატურული დებიუტი 1968 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ შედგა, როდესაც პირველი ლექსები გამოაქვეყნა. გამოცემული აქვს კრებულები: „მთაო“, „ტირიფი“, „ერგასი“, „ამეთვისტო“, „მარჩბივი“; ნანა ღვინეფაძემ თარგმნა ანა ახმატოვასა და კორნეი ჩუკოვსკის ლექსები. მისი თარგმანები დახვეწილი კულტურით გამოირჩევა და მკითხველს რუსული პოეზიის ამ კორიფეთა სამყაროს წვდომის საშუალებას აძლევს.


* * *
ცოტა შენი ბრალია, ცოტაც მე ვარ ბრალში!
გაზაფხულიც უეცრად ამომიდგა მხარში.
თითქოს ჩაგიხედია ამეთვისტოს თვალში, –
ისე გამომარჩიე ათი ათას ქალში!
გაზაფხულო, ღმერთმანი, არ დაგრჩები ვალში!
ცოტა მისი ბრალია, ცოტაც მე ვარ ბრალში.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები